SSSS

ეკონომიკა
ბანკთან გასაყოფი მინიმალური პენსია მაქსიმალური პროცენტით
საქართველოში, ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხი დღეს ქვეყანაში ყველაზე ძვირია და ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ღირს. პანდემიის პერიოდში, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობისა და პროდუქტის გაძვირების ფონზე, მოხუცებს პენსია სულ უფრო არ ჰყოფნით. ამის გამო, ბანკის მიერ შეთავაზებულ ძვირ სესხზეც თანახმანი არიან.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, “ლიბერთი” ბანკისგან სესხი 500 000-ზე მეტმა პენსიონერმა აიღო. მათგან 222 884–ს ჯერ კიდევ აქტიური ვალდებულება აქვს. პანდემიამდე აღებულ ვალთან ერთად 60 წელს გადაცილებულ კრედიტორთა რაოდენობა 322,504–ია.

პენსიონერებმა, ხშირ შემთხვევაში, აღებული სესხის გადახდის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთიც არ იციან. სასესხო ვალდებულებებით დატვირთული მცირე პენსიიდან ყოველთვიურად იმაზე ცოტა რჩებათ, ვიდრე ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ზღვარია.

საბანკო სესხზე დადგენილ მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით პენსიონერებმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს. საჩივრის ავტორები მოითხოვენ შეიცვალოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომელიც სესხზე დარიცხული პროცენტის ზედა ზღვარს აწესებს (50%).

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის აპრილიდან მსჯელობენ. შედეგი ის არის, რომ ასაკოვანი მომხმარებლები კვლავ მაღალ პროცენტს იხდიან.

სესხი პანდემიაში

“მეცხრე არხის” მიერ გამოკითხული პენსიონერების უმრავლესობა საპენსიო სესხს ისეთი საჭიროებებისთვის იღებს, როგორიცაა მედიკამენტებით, სურსათითა და სხვა საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა.

65 წლის ნელი ხვედელიძე სოფელ აწყურში ცხოვრობს. უბნის მაღაზიაში პროდუქტების შეძენით დაგროვებული ვალის გადასახდელად საპენსიო სესხი გასულ წელს გამოიტანა. ნელის პენსია 240 ლარია, საიდანაც, 80 ლარს ყოველთვიურად ბანკს უტოვებს. დარჩენილი 160 ლარით მან კიდევ უამრავი ვალდებულება უნდა შეასრულოს: მოიმარაგოს საჭირო მედიკამენტები, შეიძინოს საკვები პროდუქტი, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და სხვა.

ნელი გვიყვება, რომ ყველა ხარჯის დაფარვა 240 ლარიანი პენსიითაც შეუძლებელია. უბნის მაღაზიაში პროდუქტის ვალი ყოველთვიურად იმატებს.

ნელის მსგავსად, “ლიბერთი ბანკის” მსესხებელია იზოლდა კურტანიძეც. მას შშმ პირის სტატუსი აქვს და სოციალურ დახმარებას – 70 ლარს იღებს. გასულ წელს, მეუღლის წამლებისთვის (რომელიც ასევე შშმ პირია) ფული დასჭირდა, რის გამოც ბანკს 200 ლარი ესესხა. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, რაც ყოველი პენსიიდან 20 ლარს ბანკში ტოვებს.

“პროცენტი რამდენია არ ვიცი, ბოლოს რომ ვიკითხე ის მითხრეს რომ წელს დაასრულებო”, – ამბობს ნელი.
რატომ ღირს საპენსიო სესხი ძვირი

მაქსიმალური თანხა, რასაც “ლიბერთი ბანკი” პენსიონერებს სთავაზობს, პენსიის ცხრა ოდენობა, ანუ დაახლოებით 2000 ლარია. სესხის მაქსიმალური ვადა 54 თვეა. ბანკი ვალდებულია, პენსიონერს სესხის გადახდის გრაფიკი ისე შეუდგინოს, რომ ყოველთვიურად მისი შემოსავლის მესამედზე მეტი არ დაიტოვოს. ეს ზღვარი დღეისათვის დაახლოებით 80 ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, პენსიონერების მიერ ერთჯერადად, სესხად გამოტანილი თანხა საშუალოდ, 700-800 ლარია.

“ლიბერთი ბანკში” სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთს იმით ხსნიან, რომ ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხებისგან განსხვავებით, საპენსიო სესხი არ არის დაზღვეული. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, ბანკი თავის გაცემულ თანხას ვეღარ იბრუნებს, რაც ბანკისთვის რისკია. რამდენად დიდია ეს რისკი და როგორია ვალის გადახდამდე პენსიონერების გარდაცვალების სტატისტიკა, ეს ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არ მოგვაწოდა. თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ, ბანკისგან მოთხოვნილი ინფორმაცია არასრულად მივიღეთ.

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ქვეყანაში ყოველ მეორე პენსიონერს “ლიბერთი ბანკის” ვალი აქვს. მათ მიერ აღებული სესხი ყველა დანარჩენზე ძვირია და დღეის მდგომარეობით 33–35 %–ს შეადგენს. ეს განაკვეთი ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხზე, თითქმის ორჯერ მეტია (სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15%-დან იწყება).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 ივლისამდე 515 192 პენსიონერზე ჯამში 1,664,953,706 ლარის სესხი გაიცა. თანხა სესხების რეფინანსირებასაც მოიცავს. ამ პერიოდის კრედიტიდან, 2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ვალს, ანუ ჯამში 831,085,843 ლარს, ჯერ კიდევ იხდის 222,884 საპენსიო ასაკის ადამიანი. 2020 წლამდე გაცემული სესხების ჩათვლით აქტიური საბანკო ვალდებულება 322,504 პენსიონერს აქვს.

“ლიბერთი ბანკის” პოზიცია ასეთია: 30-35%-იანი საპროცენტო განაკვეთი კრედიტზე საბაზრო განაკვეთია და “არც ძვირია, არც იაფი”. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საპენსიო მომსახურებაში სხვა ბანკების შემოსვლა სესხის პროცენტს კონკურენციის მეშვეობით დაწევდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სხვა ბანკები საპენსიო გასაცემლებით დაინტერესებულები არ არიან.

დისკუსიები საპენსიო სესხის ირგვლივ

პენსიონერების სესხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის აპრილში, პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით დაიწყო. ამ საკითხებს მიეძღვნა 12 აპრილს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. შეხვედრას ეროვნული ბანკის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და “ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დარბაზში იყვნენ პენსიონერებიც.

სხდომაზე “ლიბერთი ბანკის” წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ მიერ შეთავაზებული საკრედიტო განაკვეთი საბაზროა და ამაზე დაბალ ფასში სესხის გაცემა არ შეუძლიათ. ეროვნული ბანკის განცხადებით, ის ბანკის საქმიანობაში მეტად ვერ ჩაერევა, საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად შემცირების ბერკეტი კი არ არსებობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, უწყებამ, 2019 წელს, ბაზრის კვლევა დაიწყო და რამდენიმე კომერციულ ბანკთან შეხვედრაც გამართა. სურვილის მიუხედავად, საპენსიო სისტემაში მონაწილეობის მზაობა არცერთმა ბანკმა არ გამოთქვა.

მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოში საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი წარადგინა “სტრატეგია აღმაშენებელმა”. დოკუმენტის მიხედვით, პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ბანკი, სადაც პენსია ჩაერიცხებათ. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ კონკურენციის პირობებში საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად დაიწევს. პასუხად მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამის უფლება პენსიონერებს ისედაც აქვთ, თუმცა სხვა ბანკები საპენსიო სქემაში ჩართვით დაინტერესებულები არ არიან.

სხდომის შედეგად ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოსა და ბანკს შორის საპენსიო და სხვა სოციალურ გასაცემლებზე გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, (2022 წელს) მთავრობამ ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. დოკუმენტაციის შესადგენად სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა.

რაზე დავობენ პენსიონერები საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოში ბანკის მიერ გაცემულ სესხზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. ამ კანონით “მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს”

სწორედ ამ ნორმის შეცვლას ითხოვენ პენსიონერები საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ინტერესებს იურისტი ანა დოლიძე იცავს. საჩივრის ავტორების აზრით, კანონში ეს ჩანაწერი ბანკს ალევს უფლებას , განსაზღვროს სესხის მაღალი პროცენტი. ნორმის შეცვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ბანკი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მაღალი რისკის კატეგორიად განიხილავს და მათ ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს უწესებს.

“საპენსიო კრედიტზე დადგენილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო ცხადყოფს პენსიონერთა მიმართ გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ მიდგომას. მაშინ, როდესაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაღებული ყოველთვიური დახმარება და ხელშეკრულების მხარედ გვევლინება სოციალური საჭიროების მქონე პირი, ცხადია, აღნიშნული ციფრები არის არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი. დაუშვებელია პენსიონერს დაევალოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გადახდა. მნიშვნელოვანია, საპროცენტო განაკვეთის რეგულირებასთან დაკავშირებით გულისხმიერი მიდგომა და კეთილსინდისიერი პირობების დადგენა პენსიონერთა მიმართ” - ვკითხულობთ სარჩელში

მოსარჩელეები მიუთითებენ იმასაც, რომ ამ ნორმის არსებობით და ბანკის მიერ არაგონივრულად მაღალი პროცენტის დაწესებით, ირღვევა პენსიონერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ისინი საარსებო მინიმუმს მიღმა რჩებიან.

“მოსარჩელეთა მოთხოვნაა, დარღვეული უფლებების დაცვა და აღდგენა” – წერია საჩივარში, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

რა გზები არსებობს სესხის გასაიაფებლად

საპენსიო სესხის განაკვეთი რომ ქვეყანაში მაღალია და პენსიონერების შემოსავალი დაბალი, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა ამის მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ დარგის ექსპერტებს.

ორგანიზაციაში “ახალგაზრდა ადვოკატები” საპენსიო სესხების საკითხს დიდი ხანია სწავლობს. კომპანიის თანამშრომლების აზრით, სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდეს პენსიონერების საჭიროებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ვალდებულია ჩაერიოს კერძო სექტორის საქმიანობაშიც, რადგან საქმე ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს, – პენსიონერებს ეხება.

,,მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მთავრობამ მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომელიც ამ საკითხს მოაწესრიგებს. კანონით ამ საკითხის დარეგულირება, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი, რადგან სესხის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ის დაკავშირებულია ბევრ ეკონომიკურ პროცესთან. მაშინ შეიძლება ამ კანონის ცვლილება მთავრობას ყოველკვარტალურად, ან წელიწადში რამდენჯერმე მოუწიოს”, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი “მეცხრე არხთან”.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელს. გიორგი კეპულაძის აზრით, სახელმწიფო უშუალოდ საპენსიო სესხზე პროცენტის დარეგულირებაში კი არ უნდა ჩაერიოს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის იმგვარად განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რომ ბანკებს სესხის უფრო დაბალ პროცენტში გაცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

,,ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ პენსიონერები ზოგადად სესხებს ვერ იხდიან და ცოტა ფული რჩებათ, პრობლემა ისაა,ა რომ მათი შემოსავალი, პენსია რასაც ჰქვია,არის მცირე და აღებული ვალდებულებების გასასტუმრებლად არ ჰყოფნით, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ, გამოსავალი არის არა მთავრობის ჩარევაში, არამედ იმაში, რომ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს და ჩვენ შევძლოთ ხანდაზმულ ადამიანებს მივცეთ ისეთი პენსია, რომელიც რეალურად გასწვდება მათ საჭიროებებს. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გაზარდოს, ლარის კურსი გაამყაროს, ინფლაცია იყოს დაბალი, რასაც მოჰყვება, შესაბამისად საშუალო საპროცენტო განაკვეთების შემცირება”, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

დარგის ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ახალი კონკურსი საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბანკის შესარჩევად გამჭვირვალე იქნება და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.

სანამ საკანონმდებლო ორგანოში იმაზე მსჯელობენ, მაღალია თუ არა საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი, პენსიონერების ხარჯს პანდემია ყოველთვიურად ზრდის. საარსებო მინიმუმზე ოდნავ მაღალი პენსია ამ საჭიროებებს ვერ ფარავს. შედეგად, ბანკს სულ უფრო მეტი პენსიონერი მიმართავს ძვირი სესხის ასაღებად.

Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.2311
EUR
EUR
1
3.0247
RUB
RUB
100
2.9464
TRY
TRY
1
0.0808
USD
USD
1
2.8834
Օրացույց
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibombetbababetbabacasibommarsbahisayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli giriş30 tl bonus veren sitelerlink vao w88 moi nhatdeneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/deneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterpiabet girişToy Poodleistanbul escorttipobet girişselçuksportsbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleri1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevanthttps://locosvapejuice.com/new bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonuscasibomcasinolevantlayarkaca21bankobetxeno executorsolara executoracehgroundsnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trmatbetcasinolevantfixbetcasinomegasultanbetbetivo girişcasibommarsbahis girişjojobetSupertotobetSupertotobetcasino siteleriimajbet güncel girişjustin tvultrabet giriş güncelultrabet girişultrabetruntobet güncel girişasyabahis girişruntobet girişSekabet güncel girişcasibom girişligobetcasibomGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetdoedacasibomkingroyalmaxwinvozolsekabetcasinomaxi girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusuMobil Ödeme Bozdurma 7/24otobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuanbets10 girişmobilbahis girişbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetcasibomdizipalxslottaraftarium24ikimisliHiltonbet Giriş pusulabetGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvKayseri escortDiyarbakır escortMersin escortMatadorbetetorobetcasibomgalabetotobetotobetbetebetmarsbahisotobetmarsbahismarsbahisgalabetsekabetfilm seyretcasibompinco girişAltın Fiyatları Forexcasibomantep escortjojobet girişcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahisonwinonwinonwinonwinkanal dsekabetsahabetmobilbahisstartvcasinomaximersobahisbetturkey girişultrabetbetkanyonmarsbahisfixbetvaycasino1winbetturkey güncelpadişahbetklasbahisvaycasinobetturkeydumanbettipobetnakitbahisdinamobetbets10sahabetvencordroblox fisch scriptresim yükleblox fruits scriptmobilbahisdeneme bonusumobilbahistrendbetcasibomjojobetmatadorbetonwinmadridbetsekabet girişmarsbahiscasibombetkombetkom girişbetkom güncel girişcratosslotTanıtım Yazısıonwin girişsahabet girişimajbet güncelcasino sitelerisnaptwittercasibomcasibomcoinbarbetsatbetboobetbetcupbahigoelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetasyabahisjojobetvbetsafirbethiltonbetvaycasinobetmoonjojobet girişmarsbahis girişimajbet girişmatbet girişjojobet girişgrandpashabetextrabet girişbetsatcasibomklasbahisperabetprensbetsavoybettingmariobettarafbetbiabetdeneme bonusu veren siteler forumbetslinbeste casino på nettSweet Bonanza Slot Demosekabettaraftarium24taraftarium24justin tvselçuksportsaaabettiltotobetotobet giriştaraftarium24selçuksportsmobilbahis girişarceus x executorcasibom pornomavibetmavibet girişbetmatikkulisbetbaywın1xbetcasibombetturkeylivebahisstories anonimomeritking1618imajbet1474 com453marsbahiselizabet girişmeritking girişbetparkcasibom792fixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahismavibetcasibom girişbetoffice güncel girişligobet yeni girişdeneme bonusu veren canlı bahis sitelericasino siteleripusulabet453marsbahis comgrandpashabet2220 commeritking1618 comimajbet1474 comcasibom792casinomhubNakitbahisprostadineBetboo Girişpaslanmaz çelikcasibomcasibomultrabetMarsbahis GirişRestbetbahis sitelerifacebook downloaderaresbetcasibomcasibombetturkeynakitbahisbethand girişhdfilmcehennemiextrabetKavbet girişSekabetbetpark girişselçuk sporkolaybetbetsatbetpark girişdumanbet girişcasinomhubBetsatmarsbahis girişgate of olympus oynaBetsat GirişBetsatfree instagram followersinstagram takipçi hilesiinstagram takipçi hilesiboş sayfadeneme bonusu, bedava deneme bonusu veren sitelermeritbetbetpark girişbetoffice güncel girişbetofficebetoffice girişEsenyurt EscortotobetpinupEXTRABETSakarya escortSakarya escortpadişahbetprimebahiscasibomcasibomcasibom giriş güncelBetkanyonCasibomsahabetmarsbahisonwinparibahisjojobetjojobetbetparkbetsmovegoldenbahismavibetmarsbahisaresbetonwinlunabetbetmarinobetexpermilanobetsultanbetwinxbetbetpasjojobetjojobetjojobetjojobetjojobetstarzbet bettiltprimebahisbets10 girişMAVİBETmavibet girişmatadorbetgrandpashabet girişbetbigo girişcasibom güncel girişkumar siteleriaydın eskortaydın escortaydin escortmanisa escortmanisa escortvaycasinobetebetdeneme bonusuradissonbetatlasbetcasibomdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusudeneme bonusu veren siteler 1100deneme bonusu veren siteler 2025ankara escortbahis sitelerien çok kazandıran bahis sitelerien çok kazandıran bahis siteleri 2025bahis siteleri 2025pinbahisbetgarantikumar sitelerien çok kazandıran güvenilir kumar sitelerien çok kazandıran kumar siteleritarafbet resmi giriştarafbetbahiscasino girişgrandbettingtarafbetsahabetboştarafbetMarsbahis girişMarsbahiscasibomcasibomcasibomjojobet girişjojobet güncel girişgrandpashabetmatadorbetmeritkingcasibombets10marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetgrandpashabet girişmatadorbet girişmeritking girişcasibom girişonwinmarsbahisholiganbetmatadorbetjojobetjojobetbetciopinbahisrestbetkingroyalcasinomaximobilbahisjojobetjojobet girişjojobet güncel girişcasibombets10mobilbahiscasinomaxitrendbetholiganbet girişmeritkingtaraftarium24selcuksportsjustin tvcanlı maç izletaraftarium24 canlı maç izleselçuk sports canlı maç izleinat tvcasibom girişcasibomcasibom güncel girişcasibom resmibetturkeyganobetportobetdeneme bonusuesenyurt escort, pendik escortextrabetjojobetbeşiktaş escortcasibomcasibom