ეკონომიკა
როდემდე გაგრძელდება საწვავზე ფასის ზრდა?
„საწვავის ფასი გადასცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ნუ შეგეშინდებათ საწვავის ფასის ზრდის. მოკლევადიან პერიოდში საწვავის ფასი გადასცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე. ახლახან დავასრულე კვლევა და არსებული ინფორმაციის ანალიზი. მაისიდან ნავთობის მოპოვების სიხშირის ზრდის შედეგად ზაფხულში ბარელის სავაჭრო ფასი დარეგულირდება 50-60 დოლარის ფარგლებში.
თუ სახელმწიფომ მომდევნო 6 თვის პერიოდში დაიჭირა ინფლაცია და დოლარის კურსი დაასტაბილურა 2.5 ლარზე საწვავის ფასი იქნება 1 ლიტრის საშუალოდ 2 ლარი.
ჯერი სახელმწიფოზეა:
- მოახდინოს ინფლაციის დაწევა;
- ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა;
- დაასტაბილუროს დოლარის კურსი 2.5 ლარზე.
ამისთვის რა უნდა გააკეთოს:
- გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა;
- მოიზიდოს ამ სტატუსის ქვეშ ახალი ინვესტიციები;
- გადავიდეს მცირე მთავრობის მოდელზე;
- დახარჯოს ხარჯვითი ნაწილიდან ბიუჯეტის 5 მილიარდი ლარით ნაკლები;
- ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა;
- გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი;
- დღგ - გადავიდეს მცურავ რეჟიმზე და დადგეს 10% -ზე,“-წერს აბესაძე.
Տարածեք :