ეკონომიკა
ხორბლის იმპორტი კვლავ შემცირდა, ფქვილის კი, გაიზარდა - მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია
საქართველოში ხორბლის იმპორტი მცირდება, ფქვილის კი კვლავ მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 3 თვეში, საქართველოში 12.9 მლნ აშშ დოლარის 41 ტონა ხორბალი შემოვიდა. აქედან, 2.5 მლნ აშშ დოლარის 8 ტონა მარტში. მაშინ, როცა თებერვალში 5.1 მლნ აშშ დოლარის 16.2 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იანვარს, იანვარში საქართველომ 5.3 მლნ აშშ დოლარის 16 704 ტონა ხორბალი იყიდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს. წელს საქართველომ ხორბალი სულ 3 ქვეყნისგან იყიდა.
- რუსეთი - 2.3 მლნ აშშ დოლარის 7 563 ტონა
- უკრაინა - 205.6 ათასი აშშ დოლარის 523 კგ
- ავსტრია - 0.15 მლნ აშშ დოლარის 0.21 კგ
ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად, კვლავ იზრდება ფქვილის იმპორტი, რომელზე საბაჟო გადასახადიც რუსეთის მხრიდან ნულოვანია. 2023 წლის სამ თვეში საქართველომ 13.4 მლნ აშშ დოლარის 42 899 ტონა ხორბალი იყიდა. აქედან, მარტში 5.2 მლნ აშშ დოლარის 17 462 ტონა. თებერვალში კი, 2.3 მლნ აშშ დოლარის 7 386 ტონა.რაც შეეხება იანვარს, 2023 წლის პირველ თვეში საქართველომ 5.9 მლბ აშშ დოლარის 18 050 ტონა ხორბლისა და ჭვავის ფქვილი იყიდა.
გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ხორბლისა და ხორბალ ჭვავის ფქვილი იყიდა:
- რუსეთი - 13 მლნ აშშ დოლარის 42 248 ტონა
- თურქეთი - 187.7 ათასი აშშ დოლარის 271 ტონა
- უკრაინა - 79.7 ათასი აშშ დოლარის 127.8 ტონა
- იტალია - 67.8 ათასი აშშ დოლარის 59.8 ტონა
- ბელარუსი - 47.7 ათასი აშშ დოლარის 134.7 ტონა
- საფრანგეთი - 19.8 ათასი აშშ დოლარის 15.1 ტონა
- ავსტრია - 19.1 ათასი აშშ დოლარის 20.2 ტონა
- ყაზახეთი - 6.8 ათასი აშშ დოლარის 22 ტონა
- ასევე, მცირე რაოდენობით ხორბალი შემოვიდა გერმანიიდან და საუდის არაბეთიდან.
Տարածեք :