რამდენი ლარით იზრდება პენსია
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 1,9 მილიარდი ლარზე მეტია გამოყოფილი.
"ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.