საიდან შემოჰყავთ საქართველოში ცოცხალი ღორები
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა. წელს იმპორტირებულია 22.96 მილიონი დოლარის ღირებულების 14 893 ტონა ცოცხალი ღორი, ხოლო გასული წლის იანვარ-სექტემბერში 18.84 მილიონი დოლარის 12 550 ტონა.
ქვეყანაში ცოცხალი ღორების იმპორტი სულ ორი ქვეყნიდან, რუსეთიდან და დანიიდან ხორციელდება, თუმცა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი იმპორტში 99.8%-ს შეადგენდა.
წელს 9 თვეში რუსეთიდან და დანიიდან ცოცხალი ღორების იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოყურება:
რუსეთი - 22.65 მილიონი აშშ დოლარის 14 869 ტონა (99.8%);
დანია - 306 ათასი დოლარის 24.47 ტონა (0.2%).
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა (იანვარ-სექტემბრის ჭრილში). რუსეთიდან ღორების იმპორტის ზრდა ბოლო სამი წელია მიმდინარეობს.
მაგალითად, 2021-2024 წლების იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი ასე გამოყურება:
2021 წელი - 4.78 მილიონი აშშ დოლარის 2 775 ტონა;
2022 წელი - 14.04 მილიონი აშშ დოლარის 7 796 ტონა;
2023 წელი - 18.69 მილიონი აშშ დოლარის 12 526 ტონა;
2024 წელი - 22.65 მილიონი აშშ დოლარის 4 869 ტონა.