ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0376 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0365-ია, 100 რუსულ რუბლს 2.5750 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0801-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0441 ლარი შეადგინა.
მიმდინარე კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.041 ლარით, ევროსთან მიმართებით კი 0.08 ლარით გაუფასურდა.