ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.1138-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1989 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0773 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9482 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.