ცეცხლის ორდღიანი ქრობის შემდეგ აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცენტრალური პარკიდან დაახლოებით ორი კმ-ს დაშორებით ცეცხლის კერები დრონების საშუალებით აღმოაჩინეს. ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, მიუდგომელ ადგილას მდებარეობს, რის გამოც სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.
ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ხანძრის ქრობის პროცესში, ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.
ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს სამცხე–ჯავახეთის და ქვემო ქართლის მეხანძრე–მაშველები აქრობდნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილის თქმით, საქმეს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.