საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:53 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომთან იყო.