საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანიც აღნიშნულ ორ რეგიონში ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაა შემდეგი მიმართულებებით: ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ლობირება და ადვოკატირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობრივ პროცესებში ჩართულობა.
კონკურსი CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში გამოაცხადა.
შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა (CDP) შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
1. პროგრამის მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების და საჭიროებების ანალიზი;
2. სწავლება, ტრენინგები და ინდივიდუალური მენტორული სესიები;
3. თემატური კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან;
4. სასწავლო ვიზიტები ჩეხეთში საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გასაცნობად;
5. ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP);
6. საგრანტო კონკურსი.
პროგრამის გზამკვლევი და აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/tSSNZPf
Տարածեք :