საზოგადოება
გაფიცულ მუშებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ხვდება
შრომის ინსპექციის სამსახურის, მთავარი ინსპექტორი ბექა ფერაძე ბორჯომში გაფიცულ მუშებს ხვდება.
დღეიდან შრომის ინსპექცია შეისწავლის დასაქმებულების პრობლემებს. საქმეში ჩაერთვება მედიატორიც და უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ბორჯომის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები და ერთ კვირაში მთავრობის სხდომაზე განიხილავენ საკითხს ბორჯომის აქციების მთავრობისთვის გადაცემის შესახებ.
ღარიბაშვილის განცხადებას ასევე გამოეხმაურა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოც". ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან პრემიერის გადაწყვეტილებას და საქმეში შრომის ინსპექციის ჩართვას. მათივე თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანი წარმოება აღდგეს.
Տարածեք :