გამგებლის წარმომადგენლებს შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსი ენიჭებათ
29.06.2017
ახალციხის გამგებლის წარმომადგენლებს 1 ივლისიდან შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსი მიენიჭებათ.
მათ გარდა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები იქნებიან გამგებლის უშუალო წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, არ იცვლება თანამდებობრივი სარგოები და ფუნქციები. შესაბამისად, გამგეობის 100–კაციანი საშტატო ნუსხა 32 ადამიანით შემცირდა.
ცვლილება ეხება საკრებულოსაც. ექვსი შტატიანი და ერთი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი მუშაობას კვლავ იგივე სტატუსით აგრძელებს, თუმცა იცვლება მათი რანგირების საკითხი. საკრებულოს აპარატის უფროსს პირველი რანგის კატეგორია მიენიჭა. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში მესამე რანგის პირველ კატეგორიაში გავიდა. დანარჩენი ორი მთავარი და ერთი წამყვანი სპეციალისტი მესამე რანგის მეორე კატეგორიაში, ხოლო წაყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში – მესამე კატეგორიაში.
თანამშრომელთა რანგირებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, ხორციელდება, საკრებულომ ერთხმად მიიღო. რიგით მეშვიდე სხდომაზე დეპუტატებმა 6 საკითხი დაამტკიცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.