აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება ლამინირებული ფენილი, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა და სველი წერტილები, შემოიღობება ეზო.
აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 556 ლარით ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე "ქრისტინე სარაშვილი - ტატო" შეასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 22 სექტემბერს უნდა დასრულდეს.