ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია ჩემი ხმის არცერთი ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები სამცხე-ჯავახეთის 11 უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას და კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ. ორგანიზაციები საჩივრის საფუძვლად ხმის ფარულობის დარღვევას, პროცესის ვიდეოკამერით უწყვეტ გადაღებას და სხვა პროცედურულ დარღვევებს ასახელებენ.
კოალიცია "ჩემი ხმის" სარჩელები ეხებოდა, ადიგენის ორი უბნის, ახალციხის - ექვსი, ბორჯომის - ორი და ახალქალაქის ერთი უბნის მონაცემებს. როგორც რეგიონში კოალიციის იურისტები ამბობენ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ორი სარჩელი, რომელიც ასპინძის ორ საარჩევნო უბანს ეხებოდა. ორივე შემთხვევაში, ხმის მთვლელი აპარატიდან ამოღებული წინასწარი შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის მონაცემები განსხვავებული იყო, ამიტომ ორგანიზაცია უბნების ხელახალ გადათვლასა და კომისიების თავმჯდომარეების, ასევე ხმის მთვლელების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.
სასამართლო განხილვამდე საჩივრები განიხილეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, თუმცა არც ერთი დაკმაყოფილდა.