ბორჯომში ავარია მოხდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, ავტომობილი სავარაუდოდ ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შსს-მ, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.