ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა
დღეს, 17 ნოემბერს ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა, შედეგად ორივე ტრაილერის მძღოლი დაშავდა.
30 და 40 წლამდე დაშავებული მძღოლები, ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ერთს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მდგომარეობა მძიმეა.
"ერთს მცირე დაზიანებები აქვს და ახლა გავწერთ, მეორეს პოლიტრავმები აქვს და მართვით სუნთქვაზეა. ოჯახის ახლობლები ახლა მოვიდნენ და სავარაუდოდ თურქეთში გადაიყვანენ"-გვითხრა ახალქალაქის ჰოსპიტლის დირექტორმა ალექსანდრ თოროიანმა.
როგორც, tv9news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.