ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს ცხელებით 4 ადამიანი დაავადდა
12.05.2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. მწვავე ვირუსული ინფექცია იმ პირებს უდასტურდებათ, ვისაც პირუტყვთან შეხება უწევს. ამ დროისათვის ვირუსული ინფექცია ოთხ სოფელშია გამოვლენილი: კლდეში, საყუნეთში, მუსხსა და ჭვინთაში. ბოლო ორ კვირაში გამოვლენილი მძიმე და საშუალო შემთხვევებიდან, მკურნალობას ყველა მთგანი დაექვემდებარა. ინფიცირებული პირები თბილისში - ინფექციურ სავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ჰემორაგიული ცხელება ყველაზე ბოლოს სოფელ კლდეში დადასტურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყირიმ-კონგოს შემთხვევა აქ პირველად დაფიქსირდა. ინფექცია 55 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა. იგი კატასტროფის ჯგუფმა ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა, პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გასულ თვეში ყირიმ კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც.ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.
დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 9 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ხუთი ასპინძის, ხოლო ოთხი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.