ამ ძნელბედობის ჟამს, ვირუსმა და ეკლესიაზე შეტევამ არ უნდა შეგვაშინოს - მამა ნიკოლოზი
01.08.2021
ახალციხეში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა ნიკოლოზმა აღავლინა.
,,თუ იწყება, ჩვენც აქ ვართ, განა პირველად გავიგეთ ამის შესახებ? მთავარია ღმერთთან ვიყოოთ. ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ვირუსი ასეთ ეტაპზეა და დომინირებს, როდესაც ეკლესიას გიგინებენ, როდესაც რაღაცნაირად არარაობა ხარ, ტალახისგან მოზელილი, მაინც ძლიერად ხარ, როცა უფალში ხარ" - განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა.
,,მე შეიძლება მღვდელი კაცი ვარ, რომელიც შეიძლება წავიქცე და ტალახში ამოსვრილი მნახო, შენ ამით უნდა დაბრკოლდე? არ გრცხვენია ქრისტიანო? მეც ხომ ადამიანი ვარ? შეიძლება შემეშალოს და მზად ხარ, რომ შემჭამო?" - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა და მრევლს სიმშვიდისა და თანადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
სიმშვიდისა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭების კურთხევა საქართველოს პატრიარქმა მრევლს მანამდე მისცა. ,,მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას გაახაროთ ერთმანეთი, წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთი ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.''
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.