არ მესმის რისთვის უნდა შედგეს ორშაბათს შეხვედრა - ჯამბულ აბულაძე
09.03.2024
ადიგენის ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, რომ სასულიერო პირებს - მერაბ მიქელაძესა და ჯამბულ კახაძეს არ იცნობენ და არც პირადად შეხვედრიან. სწორედ ეს სასულიერო პირები ატარებენ დაბა ადიგენში ლოცვას, რასაც 8 მარტს დაპირისპირება მოყვა. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აღნიშნავს:
,,მე როგორც სასულიერო პირი, მრცხვენია მსგავსი რამ რომ ვნახე. განვიცდი და გულთან ახლოს მიმაქვს. პრობლემის მთავარი არსი სახელმწიფოა. თუ სახელმწიფო ქმედითუნარიანია კანონის შესაბამისად უნდა მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ ასე მოიქცევა სახელმწიფო, მერწმუნეთ, არანაირი პრობლემა არ იქნება საზოგადოებაში.
დასამალი არ არის, აღნიშნული სკოლაპანსიონი არ წარმოადგენ სამუფთო სამმართველოს, ეს არის კერძო, იურიდიული პირის საკუთრება და ასეთი ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. ჩემთვის გაუგებარია ისიც, რატომ არ საუბრობენ თავად პანსიონის ხელმძღვანელები მომხდარის შესახებ, ჩემთვის გაუგებარია. უნდა გამოვიდნენ და ისაუბრონ, აუხსნან საზოგადოებას რას საქმიანობენ, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს.
მაგალითად, აღნიშნული სკოლა პანსიონი, თუ კანონის ნორმებს ექვემდებარება და შეუძლია იფუნქციონირონ, ვინ უნდა შეუწყვიტოს მათ ფუნქციონირება. თუ არ შეესაბამება, მაშინ ვინ უნდა დართოს ნება? თქვეს, რომ ორშაბათს მოხდება შეხვედრა. არ მესმის, რისთვის უნდა შედგეს შეხვედრა. თუ ამ ხალხს ეკუთვნის, მაშინ რისთვის იმართება ეს შეხვედრა, თუ არადა მითუმეტეს რისთვის არის საჭირო ეს შეხვედრა?“ - აღნიშნავს ჯამბულ აბულაძე.
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.
შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.