სამცხე-ჯავახეთის ორმა საჯარო სკოლამ და ერთმა პედაგოგმა ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის სკოლებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. პედაგოგთა კონკურსში პირველი ადგილის დაკავებისთვის კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი პლანშეტით დაჯილდოვდა.
დაჯილდოვება პროგრამა "მომავლის თაობის" წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 230 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.