განათლება
ხათუნა ხმალაძემ საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა
განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ახალციხის ციხეზე საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამომსვლელებმა 2018-2019 სასწავლო წელი შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს საზეიმო ვითარებაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული „ლიდერობის აკადემია 2“-ს წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი ა(ა)იპ "ახალციხის ციხე"-ს დირექტორს და ღონისძიებაზე მიწვეულ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯი "ოპიზარი"-ს, თავისუფალი პროფკავშირისა და ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები.
Տարածեք :