განათლება
სამცხე-ჯავახეთში სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სამცხე-ჯავახეთში სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სრულად დაიხურა რეგიონის 27 საბავშვო-ბაღი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებში ამბობენ, რომ ვირუსი გეგმური ტესტირების დროს, ძირითადად, აღმზრდელებს უდასტურდებათ.
დისტანციურად სწავლობენ სამცხე-ჯავახეთის 60 სკოლაში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 48 სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზეა, 12 სკოლაში კი კლასების ნაწილი - 74 კლასი.
საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც კორონავირუსი ფიქსირდება, დისტანციურ სწავლებაზე ერთი კვირით გადადის.
გასულ 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსი 194 პირს დაუდასტურდა.
Տարածեք :