ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღებას იწყებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად 7-დან, 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება.
სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
"აბიტურიენტს, რომელიც 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.