განათლება
„ბავშვებს არა მხოლოდ დაბალანაზღაურებადი, არამედ, უმეტესწილად, დაბალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან“
ორგანიზაცია Gnomon Wise-მა პუბლიკაცია გამოაქვყნა, რომელიც საქართველოში ზოგადი განათლების გამოწვევებისა და პრობლემების აღწერასა და ანალიზს მოიცავს. პუბლიკაცია ყურადღებას ამახვილებს ასევე პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ცვლილებებზე და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ძირითად მიმართულებებზე.
კვლევით პუბლიკაციაში სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პედაგოგების არაკვალიფიციურობა სახელდება.
„განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს განათლების მიწოდებაში ჩართული ადამიანური რესურსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 63.7 ათასს შეადგენს, რაც მთლიანად დაქირავებით დასაქმებულთა 6.9%-ია. მასწავლებელთა 90.5% კი საჯარო სკოლაშია დასაქმებული.
ამასთან, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე დაბალანაზღაურებადი განათლების სფეროა, სადაც, 2022 წელს, მედიანური თვიური ხელფასი 747 ლარი იყო, როცა მთლიანი მედიანური ხელფასი 1 040 ლარს შეადგენდა. სხვა სიტყვებით, მომავალი თაობის აღზრდა ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად პროფესიად არის ჩამოყალიბებული, რაც ბარიერს ქმნის ამ სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების შემოდინების გზაზე" - წერია განცხადებაში.
Տարածեք :