მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალი წიგნები. 1 კგ. ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4-დან 100 ”ნერგამდე”.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვაა. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
აქცია ბორჯომშიც გაიმართება. მაკულატურის წიგნებში გაცვლა, 10 მარტს, რუსთაველის მოედანზე (საქართველოს ბანკთან), 11:30-დან 17:00-მდე მოხდება.