„ბაკურიანის გამო, ტურისტულ სოფლებს ვკლავთ“ - სადგერის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
26.02.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეები მათ სოფელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების განათავსებას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივების თქმით, ანძები სახლებთან ახლოს, ხშირ შემთხვევაში კი ნაკვეთებში დადგეს. ამის გამო იძულებულნი არიან, სახნავ-სათესი მიწები დაუმუშავებელი დატოვონ. მოსახლეობამ საპროტესტო აქციაზე მოითხოვა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი სოფლის გვერდის ავლით გაკეთდეს.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელექტროგადამცემ ხაზში 110 000 ვოლტმა უნდა გაიაროს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ხაზის სიმძლავრე ისევ 35 000-კილოვოლტი რჩება. რაც შეეხება სადავო პროექტს - კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ელექტროგადამცემი ანძები ადრეც იდგა, ახლა კი მათი ჩანაცვლება მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, „ენერგო პრო ჯორჯია“ სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. „მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ადგილობრივების თხოვნა, ზოგიერთ შემთხვევაში ეზოებიდან გამოვიტანეთ ბოძები, მოსახლეობას შევხვდით და დეტალურად განვუმარტეთ მიმდინარე სამუშაოები“, - გვითხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ავთო დვალიშვილმა გვითხრა, რომ სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.