გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე იმსჯელებს
გაეროს უშიშროების საბჭოს 19 აპრილის სხდომაზე უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
სხდომა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
უშიშროების საბჭოს სამდივნოს ინფორმაციით, სხდომაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მოხსენებას ელოდებიან.
აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატივა დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, რომელიც აპრილში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
გაეროში უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ სხდომაზე მოწვეულია უკრაინის ელჩი გაეროში, რომელიც სხდომაზე სიტყვით გამოვა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ქვეყნიდან გავიდა 4.9 მილიონი ადამიანი.