ახალციხის სასამართლომ ვეტერანებს გამოსახლება და ბაჟის გადახდა დააკისრა
15:26 / 19.04.2017
პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში მდებარე შენობაში უკანონოდ მცხოვრები ვეტერანებისა და ახალციხის მერიის სამოქალაქო დავა დასრულდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო და თითოეულ ოჯახს, 120 ლარის ოდენობით, ბაჟის გადახდა დააკისრა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ თავად ვეტერანები. მათი თქმით, შენობას ვერ დატოვებენ, რადგან სხვა წასასვლელი არ აქვთ და უსახსრობის გამო ვერც ბაჟის თანხას გადაიხდიან.
მოპასუხე მხარის ადვიკატი ივანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ვეტერანების უფლებადამცველის თქმით, მათი შენობიდან გამოსახლება ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გარეშე არ შეიძლება.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა უკანონოდ, 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. მათმა ნაწილმა, შენობა საკუთარი სურვილით დატოვა. ნაწილი კი გამოსვლას არც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.