ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
უწყება მოსამართლის მიერ, მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად 10 000–ლარიანი გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება და მამაკაცის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცი მეუღლეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით
დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.