ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ყოფილ მეუღლესა და სიდედრზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.
დაკავებულს ბრალად ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ედება.
ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვა. ნუგზარ სამარჯიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული და დაზარალებული შერიგდნენ და ოჯახში არსებული პრობლემა მოგვარდა.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით 25 ივლისს, ფეხის არეში
დაჭრა.