„პრეზიდენტს მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ვესაუბრე“ - ნინოწმინდის მერი
12:43 / 13.04.2019
საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, რეგიონის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ.
დახურულ კარს მიღმა, რეგიონის პრიორიტეტებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, საათზე მეტ ხანს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა და რეგიონის პირველმა პირმა გააკეთა. ანი მოსესიანის თქმით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით, 30% საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.
„საუბარია ზოგ შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე, ზოგში კი მოქალაქეობის აღდგენაზე. რადგან არის კონტინგენტი, რომელიც გარკვეული პერიოდი გასული იყო ქვეყნიდან და ახლა დაბრუნდა“, - განაცხადა ანი მოსოიანმა. ნინოწმინდის მერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს წინასაარჩევნო დაპირება ახსოვდა და ამ საკითხზე დახმარება აღუთქვა.
მერებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ღრელში მეფუტკრე ფერმერს შეხვდა. დღის განმავლობაში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მონაწილე მეწარმეებთან.
სალომე ზურაბიშვილი 14 აპრილს ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლებს, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.