საზოგადოება
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქ ახალციხეში, სპორტული კომპლექსის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე, ელექტრონული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 272 950 ლარია. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს, 17:00 საათზე დასრულდება.
ტერიტორია, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს, ასპინძის ქუჩა #44 მდებარეობს და 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული კომპლექსის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, სადაც უნდა დამონტაჟდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადინისტრაციის შენობა და პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის. ასევე კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო დარბაზი.
დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი პირველად ორ აპრილს გამოაცხადა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მასში მხოლოდ ერთმა - შპს ჯორჯიანჰაუსმა" მიიღო მონაწილეობა. კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
გააზიარეთ :