არჩევნები
ჭიდაობის მწვრთნელი პოლიტიკაში მიდის - ვინ არის "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი
37 წლის ზურაბ ფეიქრიშვილი "ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებზე არლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. მმართველი პარტიის რჩეული 2001 წლიდან დღემდე ადიგენის კოპლექსურ სასპორტო სკოლაში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელია.
ზურაბ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებასთან შეხება არასდროს ჰქონია, მიუხედავად ამისა ფიქრობს, რომ არჩევნებს მოიგებს.
,,ის სითბო, გაგება, რასაც მე ვგრძნობ თითოეული მოსახლისგან, მაძლევს იმის იმედს და საკმაო მოლოდინს არჩევნებში გამარჯვების. ამ სოფელში დავიბადე, გავიზარდე და სამუდამოდ მაქვს გადაწყვეტილი სოფელში ცხოვრება. თითოეული უბნის, თითუეული მოსახლის გულისტკივილი ვიცი, რა მიმართულებით სჭირდება განვითრება არალს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ხმას მომცემენ“, - ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი.
თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელს, გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმები გაწერილი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
,,სოფელ უდესა და არალს დიდი ტბა გვაქვს. გვინდა, რომ წყალი ცალკე მილებით წამოვიყვანოთ, რათა ღია არხებთან შეხება აღარ გვქონდეს. ეს რამდენიმე ადამიანის აზრია, რომელიც მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ უნდა დაადასტუროს, რომ მაგის მიხედვით ვიმუშოათ და განვახორციელოთ“, - უთხრა „მეცხრე არხს“ ზურაბ ფეიქრიშვილმა.
ამ დრომდე, სხვა პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაუსახელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ვადა ისე ამოიწურა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში გაიმართება, მათ შორის #38 ადიგენის ოლქში.
გააზიარეთ :