მაია მამულაშვილი „ახალციხის ციხის“ წინააღმდეგ - სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მაია მამულაშვილის სასარჩელო მოთხოვნა - სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სრულად დააკმაყოფილა.
მაია მამულაშვილი „ახალციხის ციხეზე“ საქმის მწარმოებლად მისი გახსნის დღიდან, 2012 წლიდან მუშაობდა.
იგივე სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა ვეფხვია სამსონიძესაც, თუმცა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რეორგანიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი 2019 წლის ხუთ აპრილს გაათავისუფლეს. დირექტორი განმარტავდა, რომ გამართული და ეფექტური მუშაობისთვის სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო.