სამართალი
ექსპერტებმა ახალციხეში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის შესწავლა დაიწყეს
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებლად ხუთსართულიანი შენობა.
სახლის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი.
დაშვდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდნენ. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ათი ოჯახი, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ ჰქონდა, მერიამ სასტუმროში შეასახლა. ქალაქის მერის თქმით, თუ რეაბილიტაციის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, თვითმმართველობა მათ საცხოვრებლად სახლებს უქირავებს.
გააზიარეთ :