ბავშვს სხვა ოთახში ეძინა, მაშინვე საბანში გავახვიე და გავიყვანე - მეზობელი
17:44 / 09.01.2021
რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ოჯახის ხუთი წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა, ესპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე გაჟონვის მიზეზებს გაზკომპანიის წარმომადგენლებიც იკვლევენ. კომპანიის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე განმარტავს, რომ ,,წყლის გამაცხელებლისგან გამოვიდა ნამწვი და ამ ყველაფერმა გამოიწვია მომხდარი".
მეზობლების თქმით, ამბავი მოწამლული დიასახლისის მეუღლისგან გაიგეს.
,,კივილი მომესმა, ირმა მიშველეო, ყველანი უგონოდ იყვნენ.. მეზობლებს შევძახე, რომ სასწრაფოში დაერეკათ და მერე გამახსენდა ბავშვი. ხუთი თვის პატარა ჰყავთ, ბავშვს მეზობელ ოთახში ეძინა, მაშინვე საბანში გავახვიე და გარეთ გამოვიყვანე. შემეშინდა ხმას რომ არ იღებდა. ვანჯღიე და გვიან ამოიღო ხმა. მაშინვე ვიფიქრე, რომ გაზი იქნებოდა, რადგან ერთი დერეფანში, მეორე ლოჯში, მესამე საპირფარეშოსთან იყო" - აცხადებს ირმა ხნკოიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოელექტრო, გაზის ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.