ახალციხეში 67 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა. ცხედარი დღეს, 27 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე აღოაჩინეს. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღე არ გამოჩენილა.
"2-3 დღეა ჩემი მეზობელი არ ჩანს. გაზის მძაფრი სუნი იდგა მთელ სამეზობლოში. მარტოხელა ქალია და რომ არ გამოვიდა გარეთ, დავეჭვდი და შევედი სახლში. არეული იყო ყველაფერი, საშინელი სუნი იდგა გაზის, ქალი მკვდარი იყო", - ამბობს მეზობელი.
ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.