საზოგადოება
ურავლის ხეობაში კლდე ჩამოიშალა
ახალციხე-ურაველის დამაკავშირებელ გზაზე, კლდიდან ქვის ლოდები მოწყდა და საავტომობილო გზაზე ჩამოცვივდა. შემთხვევა დღეს, 5 აპრილს დილით მოხდა და არავინ დაშავებულა.
მერიაში ამბობენ, რომ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ნაშალი მასალისგან ტერიტორია უკვე გაწმინდეს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამ წლის გაზაფხულზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ლოდები ჩამოცვივდა. კლდიდან მიწა 26 მარტს ჩამოიშალა.
ამ გზის მოწესრიგების თხოვნით, ახალციხის მერიას განცხადებით მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. რეგიონულმა კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ აღნიშნა, რომ 150- მდე ხელმოწერით ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართეს და ,,საშიში ზონის გამაგრება“ სთხოვეს, მაგრამ 2019-2020 წლებში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
გააზიარეთ :