ავარია აწყურში
დღეს, სოფელ აწყურთან ტრაილერი გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
„ტრაილერი აწყურის გასასვლელში გადბრუნდა. ცუდი მოსახვევია და ავარიაც ხშირად ხდება. მე რაც ვიცი მსხვერპლი არ არის“,- ამბობენ სოფელ აწყურში.
ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ, მოყინულმა გზამ გამოიწვია. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაჯარიმდება.