პოლიტიკა
ისტორიული დღეა, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია - ირაკლი ღარიბაშვილი
ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
პრემიერი ამ ნაბიჯს ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს.
„ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.
საქართველოს წევრობას ევროკავშირში სლოვენიის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა.
გააზიარეთ :