რეგიონი
მინდა მხარი დაგვიჭიროთ, რადგან თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე არც ევროპა იდგება - ზელენსკი
თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისსა და რამდენიმე ევროპულ ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას. მან თავდაპირველად ბრძოლაში გარდაცვლილ ადამიანებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, შემდგომი ერთი წუთი კი რუსეთის აგრესიის დროს გარდაცვლილ მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნის პატივისცემას დაუთმო.
მესამე წუთი უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვისთვის გამოიყენა და ევროპელ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა.
,,მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. და თუ გავიმარჯვებთ. ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას.
თბილისი, პარიზი, ლიონი ,ბრატისლავა, ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :