საზოგადოება
დღეს თქვენ საქართველოს ღირსებას წარმოადგენთ - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე შეკრებილებს
უკრაინის პრეზიდენტის ჩართვს შემდეგ თბილისში მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თანადგომა გამოუცხადა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენ იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :