”ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს” რიგით IV ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის
კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთხმად აირჩიეს.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც უახლესი ისტორიის ერთ–ერთ მძიმე ეტაპზე შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარების გზაზე.
უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ქართული ოცნების” ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს ყველა კუთხიდან ესწრებიან.
თიკო კურტანიძე
|