საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
თარიღი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.