“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში შეხვედრა გამართეს. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საკრებულოს წევრები “რესპუბლიკური პარტიიდან” და მხარდამჭერები, ლიდერებთან შესახვერად ახალქალაქში შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივი პრობლემები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მოსახლეობასთან დისკუსია მედია საშუალებებისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა.
პარტიის თავჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, რესპუბლიკელები
ოქტომბრის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადებაიან და ყველა
ოპონენტთან კონკურენციისთვის მზად არიან.
შეხვედრა პროექტის ,,ღია საუბრები რესპუბლიკელებთან” ფარგლებში
ჩატარდა, რომელიც 2016 წლის იანვარში დაიწყო და მთელ საქრთველოს
მოიცავს.
|