„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრები გრძელდება. კოალიციის წევრები დღეს ახალციხეში შეიკრიბნენ. სხდომა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ განმარტა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები დაისახა.
ახალციხეში შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი გაუძღვა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარტიაში არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, კოალიციის წევრები ერთ გუნდად იმუშავებენ. მისივე თქმით, არაა გამორიცხული ახლო მომავალში შიდაპარტიული ცვლილებებიც მოხდეს.
მედიასთან კომენტარი პარტიის იმ აქტივისტებმაც გააკეთეს, რომლებიც თვლიან, რომ თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობენ. ლევან ლობჟანიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ეგრეთწოდებული „ჩანერგილები“პარტიას დატოვებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განმარტეს, რომ პარტია წინასაარჩევნოდ აქტიურ სამზადის იწყებს. თუმცა, როდის გაიხსნება შტაბები რეგიონებში – ჯერჯერობით უცნობია. მსგავსი სახის შეხვედრები „ქართულმა ოცნებამ“, დასავლეთ საქართველოში უკვე გამართა.
|