პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ განხორციელება დაიწყო. 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ტრენინგი მიმდინარეობს. ცესკოს საპილოტე პროგრამაში ჩართული 25 ახალგაზრდა ინფორმაციას საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ იღებს. ტრენინგები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
საარჩევნო სისტემები და ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევნების გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, მასში ჩართული მხარეები და გენდერული თანასწორობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში სემინარი დაიწყო. 25 ახალგაზრდა თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებზეც მუშაობს. ტრენინგის მონაწილეების თქმით, მიღებულ ცოდნას სამომავლოდ საარჩევნო პროცესში ჩართვისას გამოიყენებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპილოტე პროექტი, სახელწოდებით, „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ 13 ივლისს დაიწყო და 24 –ში დასრულდება. სემინარები ქვეყნის 10 საარჩევნო ოლქში მიმიდნარეობს. ტრენინგებს გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ატარებენ. პროექტის მიზანი საარჩევნო პროცესებისთვის პროფესიონალი კადრების მომზადებაა. ორგანიზატორების თქმით, „საარჩევნო განვითარების სკოლა“ გაფართოვდება და საქართველოს ყველა ოლქს მოიცავს.
საარჩევნო განვითარების საპილოტე პროექტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობით მიდმინარეობს. მის ფარგლებში, #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 40–მდე მსურველი დარეგისტრირდა. პროექტში ჩასართავად კი ცესკომ 25 ახალგაზრდა შეარჩია.
|