ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, მმართველი ძალის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს – ეს განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გააკეთა.
ირაკლი ბარძიმაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ დარღვევებს მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა” აფიქსირებს. ბარძიმაძე აცხადებს, რომ პარტიის მიერ დანიშნულ ოლქის წევრებს პროტესტი არც მაშინ გამოუთქვამთ, როცა საუბნო საარჩევნო კომისიები, მმართველი ძალისთვის სასურველი კანდიდატებით დაკომპლექტდა. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, ,,ქართული ოცნება” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზეწოლას ახორციელებს.
ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მასზე ზეწოლის მცდელობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას არ უპასუხეს, პარტიის მიერ დანიშნულმა საოლქოს წევრებმაც. პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ და შესაბამისად, საჩივარიც ამიტომ არ დაუწერიათ.
|