,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამა ამჯერად ახალციხეში წარადგინა. ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ათეულს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეკრებილი მხარდამჭერები დახვდნენ. დავით ბაქრაძემ, სანდრა რულოვსმა და სხვა ლიდერებმა, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ლიდერების თქმით, მათი უპირატესობა კარგად მოფიქრებული გეგმა, სწორი ხედვა და კომპეტენტური გუნდია.
დავით ბაქრაძემ ახალციხეს გაჩერებული განვითარების სიმბოლო უწოდა და სამცხე–ჯავახეთის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ლევან ყურაშვილი.
|