ადიგენში „საარჩევნო კომიქს–კარვები“ მოეწყო. მოხალისეებმა მოსახლეობას კომიქსები დაურიგეს, სადაც მოთხრობილია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ.
ორდღიანი აქტივობის შემდეგ, კომიქს–კარვები ადიგენიდან ნინოწმინდაში გადაინაცვლებს 17 და 18 სექტემბერს არჩევნების შესახებ კომიქსების მეშვეობით ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლოეობა მიიღებს. ერთი კვირის შემდეგ კარავი ახალქალაქში გაიშლება. დასკვნითი აქტივობა კი ახალციხეში 1 და 2 ოქტომბერს შედგება.
პროექტი „საარჩევნო კომიქს–კარვები“ usaid-ის დაფინანსებით „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ მიერ ხორციელდება. სამცხე–ჯავახეთში მას პარტნიორობას ახალციხის „დემოკრატ მესხთა კავშირი“ უწევს.
პროექტის მიზანია რეგიონის მოსახლეობას კომიქსების ენაზე არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|